კახეთის რეგიონში სოფლის განვითარების სტრატეგია მუშავდება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა ზვიად ართუაძემ სოციალურ, ეკონომიკურ დაკულტურულ თავისებურებებზე გამართა პრეზენტაცია, რომელსაც ადგილობრივი თითმმართველბის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
როგორც knews.ge-ს თელავის მერიის ადმინისტრაციიული სამსახურის უფროსმა გიორგი ენუქიძემ განუცხადა, პროექტის ფარგლებში ევროკავშირის მიერ გამოიყოფა 130 მილიონი ევრო, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული სხვადასხვა პრობლემის მოგვარებას მოხმარდება.
„შეხვედრაზე განვიხილეთ ისეთი საკითხები, როგორებიცაა ჯამრთელობის, კვების, განათლების, ეკოლოგიურად უსაფრთხო საცხოვრებელ პირობების, გენდერული და არათანაბარი შემოსავლების პრობლემების შემცირება სოფლებში. პროექტის სამიზნე ჯგუფს მუნიციპალიტეტის სოფლები წარმოადგენს და არა უშუალოდ ქალაქი. ამდენად, სოფელში პრიორიტეტების შერჩევის პროცესში მუნიციპალიტეტი ნაკლებად იქნება ჩართული. სოფლის მოსახლეობამ თვითონ უნდა შექმნას ერთგვარი გაერთიანებები, სადაც მიეცემათ შესაძლებლობა, დამოუკიდებლად ჩამოაყალიბონ თუ რა პრობლემები აწუხებთ და რისი მოგვარებაა აუცილებელი“, – განუცხადა knews.ge-ს გიორგი ენუქიძემ.