თელავში დოკუმენტური ფილმის ,,ყვავილები ჩრდილში” ჩვენება გაიმართება
ღონისძიება CinéDOC-Tbilisi-ის საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის ტურის ფარგლებში ჩატარდება.
,,ფილმში ნაჩვენებია ზაფხულის ერთი დღის ისტორია, როდესაც რუმინეთის ქალაქ ბრაილაში, სასტუმრო „გრანდ ოტელში“ მთელი ქვეყნიდან ჩამოვიდნენ ქალები. ისინი აქ ერთი მიზნით შეიკრიბნენ:დაესწრონ სილამაზის კონკურსს, რომელიც ყოველწლიურად იმართება. ეს კონკურსი სხვებისგან არაფრით განსხვავდება, გარდა ერთი დეტალისა – აქ შეფასების მთავარი კრიტერიუმი შინაგანი სამყაროა და არცთუ უმიზეზოდ, ორგანიზატორები და კონკურსანტები უსინათლოები არიან”,–აცხადებენ ორგანიზატორები.
ღონისძიება 17:00 საათზე დაიწყება.