პირველი აგვისტოდან მიწის საკუთრებაში რეგისტრაცია მარტივდება
“ვფიქრობ რომ ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენი მოსახლეობისთვის. რამდენადაც მე ვიცი, სტატისტიკურად, დღეს მხოლოდ 25 პროცენტია მიწის მასის დარეგისტრირებული, რაც არის დიდი პრობლემა. ერთის მხრივ იმიტომ, რომ ჩვენი მოსახლეობა ვერ ახდენს მათ მფლობელობაში არსებული მიწის კაპიტალიზაციას, გამოყენებას ეკონომიკური საქმიანობისთვის სრულად და მეორე, იმიტომ, რომ კერძო სექტორისთვის ზოგადად ეს არის დიდი პრობლემა და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია, რომ მნიშვნელოვნად მარტივდება მიწის რეგისტრაცია და სახელმწიფო ეხმარება მოსახლეობას რეგისტრაციის პროცესში, მათ შორის ფინანსური ინსტრუმენტებითა და ვფიქრობ რომ ამ პროგრამის დასრულების შემდეგ ჩვენ გვექნება გაცილებით უფრო ჯანსაღი და სრული სურათი ამ მიმართულებით”,- აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, კანონის ამოქმედება ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას და მიწის ბაზრის მოწესრიგებას.
“რა თქმა უნდა ეს არის უპირველეს ყოვლისა სოციალური საკითხიც. ჩვენი მოსახლეობის 50%- ზე მეტი კიდევ არის ჩართული სოფლის მეურნეობაში და სოფლად მოსახლეობის დამაგრებისათვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი”,- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
იუსტიციის სამინისტროს ახალი პროექტის ფარგლებში მოსახლეობა უფასო მომსახურეობით ერთი წლის მანძილზე ისარგებლებს.
დოკუმენტაციის მოძიება და სისტემაატიზაცია, ნოტსრიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება, სანოტარო მედიაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტების კონსტატაცია, საკადასტრო აზომვები, ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის დაზუსტება, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია – ეს იმ სერვისების ჩამონათვალია რომლითაც იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით მოსახლება უფასოდ ისარგებლებს.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვი ქვეყანაში არსებული მიწის ნაკვეთების 25%- ია რეგისტრირებული.