ახალი ამბები

დედოფლისწყაროში პირმა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარა

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, აცნობეს, სულ ჩაბარებულია 7 500 საბრძოლო ვაზნა, 11 მჭიდი, კალაშნიკოვის კონსტრუქციის ტყვიამფრქვევი, „ა-კა-ემ“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „ა-კა 74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მსხვრევადი ყუმბარის 6 საბრძოლო ფალია, „ეფ-1“-ის ტიპის მსხვრევადი ხელყუმბარის 9 კორპუსი და „ერ-კა-გე-3“-ის ტიპის კუმულატიური ხელყუმბარა ამფეთქით.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული მოქალაქე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავისუფლდება.