ახალი ამბები

თამარ ჟვანია – პარტიები საკუთარ განცხადებებს პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ

მისი განცხადებით, პოლიტიკურმა ჯგუფებმა კონსტრუქციულად უნდა ითანამშრომლონ რათა წინასაარჩევნო კამპანია სამართლიან და მშვიდ გარემოში წარიმართოს. იგი, პარტიებს მოუწოდებს, რომ საკუთარ განცხადებებს პასუხისმგებლობით მოეკიდონ. მისივე განცხადებით, დღემდე სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევები ჯერ კიდევ არსებობს.
„წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში დასაშვებია პოლიტიკოსთა მხრიდან მოსახლეობაში აგიტაციის გაწევა როგორც პოზიციისთვის, ისე ოპოზიციისთვის, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამოიყენონ სიძულვილის ენა. ეს არის ეთიკის ნორმების დარღვევა რაც ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს. ამიტომ ვთვლი, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ და ზოგადად საარჩევნო კამპანიაში ჩართულმა ყველა მხარემ, ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ ამ საკითხს,“–განაცხადა knews.ge-თან თამარ ჟვანიამ.