ახალი ამბები

ISFED – წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი დარღვევების რაოდენობა მცირეა

„თუ შედარებას გავაკეთებთ, ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ ეს გაუმჯობესება წინასაარჩევნო ტენდენციაში არსებობს. ამის მიუხედავად, დღეს წარმოდგენილი ფაქტები, მიგვაჩნია, რომ მაინც საყურადღებოა. მნიშვნელოვანია, რომ მათი რაოდენობა შემცირდეს და არ გაიზარდოს იმის გათვალისწინებით, რომ წინასაარჩევნო პერიოდი სავარაუდოდ, უფრო დაძაბულ ფაზაში შევა”, – განაცხადა ბენიძემ. 
„სამართლიანი არჩევნები“ გამოვლენილ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით ადგილობრივ თვითმმართველობებს, საარჩევნო სუბიექტებსა და უწყებათაშორის კომისიას რეკომენდაციებით მიმართავს.
,,ჩვენი ანგარიშის თანახმად, 1-18 ივლისის საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა-მუქარის 2, სამსახურიდან სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების – 3, ძალადობის – 2, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის – 2, არაუფლებამოსილი პირის მიერ აგიტაციაში მონაწილეობის – 5 და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 2 ფაქტი”,–განაცხადა ბენიძემ.