გურჯაანში ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს
გავრცელებული ინფორმაციით, მას ფინანსური პრობლემები ქონდა. knews.ge-ს ინფორმაციით, იგი შხამ-ქიმიკატების ერთ–ერთ მაღაზიაში მუშაობდა. ოჯახის ახლობლები ახალგაზრდას დადებითად ახასიათებენ და ამბობენ, რომ თავის მოკვლის მიზეზი ვალები გახდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო news.ge–სთან აცხადებს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.