რა ტერიტორიას მოიცავს თელავი–ყვარლის მაჟორიტარული ოლქი?
როგორც knews.ge-ს თელავის N17 საოლქო საარჩევნო კომისიის თავჯდომარემ გიორგი კალმახელიძემ განუცხადა, თელავისა და ყვარლის საოლქო საარჩევნო კომისია ქმნის 27–ე მაჟორიტარულ ოლქს. ერთ ოლქში ერთიანდება თელავის მუნიციპალიტეტი, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების აკურის, კისისხევის, კონდოლის, კურდღელაურის, ქვემო ხოდაშენის, შალაურის, წინანდლისა და ყვარლის მუნიციპალიტეტის ქ. ყვარლის, შილდის, ენისელის, საბუესა და გრემის ადგილობრივი მაჟორიტარული ოლქები.
„თელავის N17 საოლქო საარჩევნო კომისიაში გარკვეული უფლებამსილების ფარგლებში თელავისა და ყვარლის უბნები მთლიანობაში ქმნიან 27–ე მაჟორიტარულ ოლქს, რომლის შემადგენლობაში არის აგრეთვე თელავის და ყვარლის საოლქო საარჩევნო კომისია. ამ შემთხვევაში თელავი არის ძირითადი საარჩევნო კომისია და ყვარელი წარმოადგენს დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიას. ის ასრულებს საარჩევნო კოდექსის 21–ე მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილებას“, –განუცხადა knews.ge-ს გიორგი კალმახელიძემ.