თესაუში გაცვლითი პროგრამა “Erasmus+სტიპენდიის” გამარჯვებულები გამოვლინდნენ
აღნიშნულ პროექტში გამოვლინდა ოთხი გამარჯვებული. ქეთვან აბულაძე დოქტორანტია, ხოლო ანა ცინისთავი, რამზან გორგიშვილი და ანა აბულაძე ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტები არიან.
როგორც Knews.ge-ს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა თამარ ასლანიშვილმა განუცხადა, სტუდენტები ანკარის უნივერსიტეტში სწავლას მიმდინარე წლის 26 სექტემბრიდან დაიწყებენ და 2017 წლის 21 იანვარს დაასრულებენ.
„სტუდენტებმა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან შთანხმებით უკვე აირჩიეს ის საგნები, რომლებსაც ანკარის უნივერსიტეტში ისწავლიან. ისინი ემთხვევა ჩვენს უნივერსიტეტში არსებულ საგნებს, რომლებსაც სტუდენტები მიმდინარე წლის შემოდგომის სემესტრში გაივლიან. შესაბამისად თელავის უნივერსიტეტი მათ კრედიტებს აღიარებს და დაბრუნების შემდეგ ისინი ჩვეულებრივ გააგრძლებენ სწავლას ჩვენს უმაღლეს სასწავლებელში. გაცვლითი პროგრამა ითვალისწინებს სტიპენდიას ერთი სემესტრის განმავლობაში ყოველ თვე 800 ევროს ოდენობით. სტუდენტებისთვის, რომლებიც ანკარაში მიემგზავრებიან, სრულად დაფინანსდება მგზავრობის ხარჯები“,– განუცხადა Knews.ge-ს თამარ ასლანიშვილმა
Erasmus+ პროგრამის მიზანია განათლების მოდერნიზება, ცოდნის და დასაქმების დონის ამაღლება, ტრეინინგები და ახალგაზრდებთან მუშაობა.