ლაგოდეხში ბანკის თანამშრომელმა თავი მოიკლა
ადგილობრივებმა ლევან იაკობაშვილი სოფელ მთისძირის გორაზე, საკუთარ მანქანაში, გარდაცვლილი ნახეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდას ჰქონდა ვალი, რაც თვითმკვლელობის მიზეზი გახდა. ახალგაზრდა მამაკაცი ერთ–ერთი ბანკის თანამშრომელი იყო.
როგორც Knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას ულისხმობს.