სტატიები

ოთარ დანელია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის საფრთხის შემცირების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.საუბარი შეეხო  აშშ-ის მხარდაჭერის  მნიშვნელობას, რომლის ფარგლებშიც  საქართველოს მასშტაბით ლაბორატორიის კვლევითი ბაზების ჩამოყალიბებამოხდა, განხორციელდა მათი თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით აღჭურვა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება.

შეხვედრაზე ოთარ დანელიამ ისაუბრასურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე დაქვეყანაში ეპიზოოტიურიკეთილსაიმედოობის შენარჩუნების კუთხით გამართულლაბორატორიული ქსელის მნიშვნელობის საკითხზე გაამახვილა ყურადღება.

მინისტრმააღნიშნა, რომ ვეტერინარული კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფა უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ოთარ დანელიამდეტალურად ისაუბრა თანამედროვე სტანდარტების სასაკლაოების, ასევე გადასარეკი ტრასების მოწყობის მნიშვნელობის შესახებ. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოდან ცოცხალი საქონლის ექსპორტის მზარდი დინამიკის შესახებ.

შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსო ზურაბ ჩეკურაშვილი ესწრებოდნენ.