თელავის უნივერსიტეტის სამართლის პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა
მიმდინარე წლის 12 ივნისს, საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა საბჭომ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარდგენილ სამართლის საბაკალავრო პროგრამას აკრედიტაცია მიანიჭა.
„ეს ყველაზე დიდი გამარჯვებაა, რაც ამ ბოლო პერიოდში მოვიპოვეთ. სამართლის სპეციალობის აღდგენა ჩემს წინასაარჩევნო კონცეფციაში მქონდა ჩადებული. ასეთი პრესტიჟული სპეციალობის არსებობას რეგიონის აბიტურიენტებისათვის დიდი ეკონომიკური და სოციალური დატვირთვა აქვს“, – განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა, ირმა შიოშვილმა.
2011 წლიდან თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართლის სპეციალობაზე მიღება აღარ ყოფილა.