ახალი ამბები

კახელი მევენახეები ყურძენზე სუბსიდიას წელსაც მიიღებენ

,,მთავრობის მიზანი „რთველი 2016“-ის ფარგლებში არის, რომ ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეს. ამიტომ მივიღეთ სუბსიდირების გადაწყვეტილება ძირითადად ორი მიმართულებით.  პირველი – ადგილობრივი მევენახეობა-მეღვინეობის განვითარება, ანუ ადგილობრივი საწარმო პოტენციალის განვითარება და ახალი პოტენციალის შექმნა. მეორე – ბაზრების განვითარება.  მიღებული გადაწყვეტილების თანახმად სხვადასხვა ჯიშების სუბსიდირება განხორციელდება ისე, რომ ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება. ოპონენტები შეიძლება სპეკულირებდნენ, რომ ეს ფული დაიხარჯოს სხვა მიმართულებით და ასე შემდეგ. ჩვენ რესურსს ვხარჯავთ ორივე მიმართულებით. რა თქმა უნდა, გარდამავალ პერდიოდში, სანამ ჩვენ მოვიპოვებთ იმდენ ბაზარს, რამდენიც საჭირო იქნება ადგილობრივი ყურძნის რეალიზაციისთვის, დაგვჭირდება ორივე მიმართულებით მუშაობა – ერთი საექსპორტო ბაზრების განვითარების დაფინანსება, საქართველოს ექსპორტის ექსპანსიის დაფინანსება და მეორე, ადგილობრივი წარმოების სუბსიდირება იმისათვის, რომ ეს გარდამავალი ეტაპი გადავლახოთ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.