ახალი ამბები

თელავში სოფლად ინიციატივივების მნიშვნელობაზე შეხვედრა გაიმართა

ღონისძიებას ესწრებოდნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მოსწავლეები და სტუდენტები. 
შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებამ მოწვეულ სტუმართან მწერალ დათო ტურაშვილთან ერთად ისაუბრა თემში არსებული პრობლემების მნიშვნელობასა და გადაჭრის გზების შესახებ.
,,ახალგაზრდებმა ისაუბრეს სათემო ინიციატივების შესახებ რაც ძალიან მნიშნელოვანია ჩვენი თემის განვითარებისთვის. რაც უფრო დაბალი საფეხურიდან მოდის ინიციატივა, მით უფრო მნიშვნელოვანია ეს ჩვენი საზოგადოების განვითარებისთვის“, – განაცხადა სათემო ორგანიზაცია ,,ლელის“ ხელმძღვანელმა, ნანა ნერსეზაშვილმა.
შეხვედრაზე ისაუბრეს პუბლიკაციის “ინიციატივა ცვლილებისათვის” შესახებ. პუბლიკაცია აერთიანებს სამოქალაქო ჩართულობისა და თემის მობილიზების 10 ისტორიულ მაგალითს საბჭოთა ოკუპაციამდე. კვლევა ჩაატარეს სათემო განვითარების ცენტრმა (CDC) და თბილისის თანამედროვე ხელოვნების ცენტრმა (CCA) ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით. პროექტი მიზნად ისახავდა, შეესწავლა საქართველოში თემის თვითორგანიზების კულტურა და გამოცდილება 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციამდე.
მწერალ დათო ტურაშვილის შეფასებით, წიგნში წარმოდგენილი მაგალითები ასახავს სამოქალაქო მონაწილეობას 1921 წლამდე. წარმოდგენილია ისტორიული ფაქტები, რომელიც ცხადყოფს, რომ საბჭოთა ოკუპაციამდე საქართველოში არსებობდა თემის გაერთიანების და სამოქალაქო მობილიზების არაერთი მაგალითი სხვადასხვა საკითხისა და პრობლემის გარშემო. 
,,წიგნში მკითხველი ნახავს პარალელებს დღევანდელ ვითარებასთან, მიუხედავად იმისა, რომ პუბლიკაციაში წარმოდგენილი მაგალითები ასი და მეტი წლის წინანდელ პროცესებს ეხება. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენზეა დამოკიდებული შეიცვალოს ის გარემო, სადაც ვცხოვრობთ. მინდა ვთქვა, რომ თუ განათლებისა და შრომის კულტურის შესახებ ჩვენი დამოკიდებულება შეიცვლება, შედეგიც არ დააყოვნებს”, – აღნიშნა knews.ge-სთან დათო ტურაშვილმა.
,,კვლევით-საგანმანათლებლო პროექტი „ინიციატივა ცვლილებებისათვის“, ფონდი “ღია საზოგადოება- საქართველოს” მხარდაჭერით განხორციელდა 2015-2016 წლებში, სათემო განვითარების ცენტრის, საერთაშორისო ხელოვნების ცენტრი თბილისის საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის კულტურული მემკვიდრეობის არასამთავრობო მონიტორინგის საქართველოს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის მიერ.