ლაგოდეხელები საზამთროსა და ნესვის დაბალ ფასს აპროტესტებენ
მოსახლეობის ინფორმაციით, ხილზე კილოგრამის ფასი 10–დან 20 თეთრამდე მერყეობს. ,,გვიფუჭდება ხილი გვილპება, ვერ ვყიდით და ვერც ვერსად გაგვაქვს. არც სხვა ბაზარია, რომ სადმე წავიღოთ და გავყიდოთ ჩვენი ნაშრომი და ოჯახები ვარჩინოთ. გურჯაანში ატმის გაყიდვის პრობლემა აქვთ, აქ კიდევ საზამთრო და ნესვი ლპება. მთავრობამ მოგვხედოს, რომ ბანკის ვალები მაინც დავფაროთ. აღარ ვლაპარაკობთ იმაზე როგორი ძვირი გვიჯდება ყველაფრის მოყვანა რომ ზამთრის სარჩო გვქონდეს. რომელ მოგებაზეა ლაპარაკი, ნეტავ დახარჯული ავინაზღაუროთ, ჩვენს შრომას ვინ ჩვის”, – აცხადებს მოსახლეობა.
გამგებლის წარმომადგენელი სოფელ აფენში გია გაფრინდაშვილი ირწმუნება, რომ პროდუქცია 15 ქვეყანაში გავა.
,,ფერმერების ნაწილმა ხილი უკვე გაიტანა რუსეთში. ლარსის გამშვები პუნქტი დროებით იყო ჩაკეტილი იყო სტიქიის გამო”, – ამბობს გაფრინდაშვილი.