თელავში მამის დაჭრის ბრალდებით ახალგაზრდა დააკავეს
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, დაკავებულმა გუშინ გვიან ღამით, ურთიერთშელაპარაკებისას მამა დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაჭრილი მამაკაცი თელავის რაიონულ საავადმყოფოშია გადაყვანილი და ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შსს–ში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.