თელავში შვილმა მამა დაჭრა
როგორც Knews.ge-სთან ადგილობრივები აცხადებენ, მამა-შვილი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც Knews.ge-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, პირის დასაკავებლად სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.