ახალი ამბები

ძლიერმა წვიმამ და ქარმა თელავში სახლებს სახურავი ახადა

სტიქიამ განსაკუთრებული ზიანი ქალაქ თელავს მიაყენა. როგორც knews.ge – ს თელავის მერიაში განუცხადეს, თელავისა და ალავერდის ტაძრის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მოგლეჯილია  ხეები,  დაზიანებულია ელექტრო გადამცემი და ინტერნეტის  ხაზები გზების გასწვრივ, რის გამოც გურჯაანისა და თელავის უმეტეს სოფლებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდათ. წინასწარი მონაცემებით დაზიანებულია ნაკვეთები და ერთწლიანი კულტურები.

თელავში ბოლო 5 წლის განმავლობაში ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც ქარიშხალმა შენომებებს სახურავი გადახადა. 

knews.ge-ს ინფორმაციით, ამჟამად ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის ბრიგადები და გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. დგინდება ზარალის ოდენობა, დეტალურ ინფორმაციას  knews.ge  ხვალ დილით  მოგაწვდით.

 ფოტო: თელავის მერია