“გლეხზე ზრუნვის ნაცვლად ხელისუფლება საკუთრი სკამებისთვის იბრძვის”
როგორც knews.ge-ს პარტიის რეგიონალურმა ხელმძღვანელმა გიორგი მეგრელიშვილმა განუცხადა, ხელისუფლებამ მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით ფერმერებს მომგებიანი ბაზრის ძიებაში დახმარება უნდა გაუწიოს.
„დღეს კახეთში შექმნილი სიტუაცია ნათლად აჩვენებს,რომ ხელისუფლების მარგიქმედების კოეფიციენტი ახლა და მთელი 4 წლის მანძილზე იყო ნული და ნულზე ქვევით. გლეხზე ზრუნვის ნაცვლად ხელისუფლება საკუთრი სკამებისთვის იბრძვის. ეს ტენდენცია 4 წლის განმავლობაში აშკარად შეიმჩნეოდა. შედეგად კი მივიღთ ის, რომ გლეხები ატამს ბაღებში ტოვებენ, რადგან ამ მოსავლის მოკრეფა უფრო ძვირი უჯდებათ, ვიდრე მისი სარეალიზაციო ფასია“, – განუცხადა knews.ge-ს გიორგი მეგრელიშვილმა.
ფერმერები მოსავლის გაყიდვაში დახმარებას ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას სთხოვენ და ხილის ჩამბარრებელი საწარმოს გახსნის აუცილებლობაზე საუბრობენ. ისინი ამბობენ, რომ პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა მათთვის ერთადერთი შემოსავალლის წყაროა.
„ხალხი მთელი მონდომებით ველოდებით მოსავლის მიღებას, მაგრამ როგორც ვხედავ ჩვენი შრომა უშედეგოა. ვერ ვხედავ ვერც საწარმოებს და ვერც ქარხნებს, რომლებსაც ხელისუფლება დაგვიპრდა. რა ვუყოთ? სად წავიღოთ ამდენი ხილი?“, – აღნიშნა ფერმერმა თეიმურაზ სოლომნიშვილმა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელს გია გერგიძის განცხადებით, ხელისუფლებამ პროდუქციის გასაღების ხელშეწყობისათვის კონკრეტული ღონისძიებები განახორციელა. მისივე თქმით, ატამის სარეალიზაციო ფასის კლება ლარსის ხეობაში მომხდარმა სტიქიამ განაპირობა.
„ჩვენ რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ ბაზრის მოსაწესრიგებლად.გამოვყავით ადგილები სადაც ატმის რეალიზება საბითუმოდ არის შესაძლებელი.ის ატმის ჯიში კი,რომელზეც მოთხოვნა ყველაზე მაღალია შემოსვლას ახლა იწყებს.ბაზარზე რა სიტუაციაა კარგად ვიცი, მე ხშირად ვხვდები მოსახლეობას,“ – განუცხადა knews.ge-ს გია გერგიძემ.