ახალი ამბები

ჩინეთში „ქართული ღვინის სახლი“ გაიხსნა

ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ქართული ღვინის კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ. სამანიშვილის განცხადებით, 600 მ2-ზე ფართობზე განთავსებული „ქართული ღვინის სახლი“ ადგილობრივ მომხმარებელს ქართული ღვინის მრავალფეროვნებას სთავაზობს. მისივე ინფორმაციით, სინძიანის ცნობილი შეფმზარეულები ქართულ ღვინოსთან სპეციალურად შეხამებულ ჩინურ კერძებს ამზადებენ. ურუმჩის „ქართული ღვინის სახლი“, მომხმარებელს ჩინურ კულინარიასა და ქართულ ღვინოსთან ერთად ქართულ კულტურას ეროვნული ცეკვისა და ფოლკლორის თანხლებით გააცნობს.
“ქართული ღვინის ეს ქსელი, რომელიც დღეს გაიხსნა, გამორჩეულია იმით, რომ აქ წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინო, რომელიც შეხამებული იქნება ჩინურ სამზარეულოსთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ადგილობრივ მოსახლეობას გაუადვილებს ქართული ღვინის გაცნობას და მიღებას. წლის ბოლომდე აქ დაგეგმილია კიდევ 4 ქართული ღვინისს სახლის გახსნა. თითოეულ მათგანში 10-12 ათას ბოთლამდე ღვინო იქნება დასაწყობებული- მხოლოდ ქართული ღვინო“ – აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.
მისივე თქმით, ქართული ღვინის მაღაზია-სალონების ქსელი სახელწოდებით „ქართული ღვინის სახლი“, რომელიც ქართულ-ჩინური ერთობლივი პროექტია, ჩინეთში თანდათან უფრო პოპულარული ხდება. პროექტში ჩინური მხრიდან კომპანია „სუოლუნი“ და ქართული მხრიდან „თბილინვესტ ჯგუფია“ ჩართული. 
ბრენდი – „ქართული ღვინის სახლი“ ჩინური კომპანია „სუოლუნის“ მიერ პირველად თერთმეტი თვის წინ ჯეძიანის (Zhejiang) პროვინციაში შეიქმნა და ადგილობრივ პარტიორებთან ერთად 
ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ჩინეთში სხვადასხვა იმპორტიორმა კომპანიამ, ბოლო ორ წელიწადში, გახსნა 35 ქართული ღვინის ობიექტი (მაღაზია, სალონი, პავილიონი, სახლი, ცენტრი, რესტორანი და სხვა) ქართული ღვინის ჩინეთის ბაზარზე რეალიზაციაში 300-ზე მეტი დილერია ჩართული.