თესაუ ოდესის კვების ტექნოლოგიების აკადემიასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს
ორი უნივერსიტეტის წარმომადგენლები მემორანდუმს, ქალაქ ოდესაში, 13-17 სექტემბერს, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე მოაწერენ ხელს. როგორც knews.ge-ს თესაუს სდაზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მემორანდუმის ფარგლებში უმაღლესი სასწავლებლები განახორციელებენ საერთო პროექტებს. დაგეგმილია პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა და უნივერსიტრეტებს შორის სხვადასხვა მიმართულებით მჭიდრო ურთიერთობის დამყარება.