ახალი ამბები

ხვალიდან პენსიები 20 ლარით იზრდება

ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, პირველი ივლისიდან პენსია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გაეზრდებათ, მკვეთრად გამოხატულ კატეგორიას, მათ შორის – ბავშვებს. მათი პენსია, ისევე როგორც ასაკით პენსიონერების, 180 ლარს გაუტოლდება.
„მნიშნველოვანია პენსიონერების საერთო რაოდენობის ზრდა, როგორ შეიცვალა ამ ხნის განმავლობაში – 2012 წელს იყო 680 000 ასაკით პენსიონერი, წელს რეგისტრირებულია 713 000 ასაკით პენსიონერი, ანუ 33 000 -ით მეტი”, – განაცხადა მინისტრმა. 
პენსიონერების განცხადებით, 20 ლარით პენსიის გაზრდა შეღავათია, თუმცა გარემო პირობებთან შეუსაბამო.
,,როგორც ვიცი, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი წელს 160-დან 165 ლარამდე მერყეობს. მაინტერესებს ცხოვრების აუცილებელი პირობებისთვის ერთი სულისთვის 160 ლარი საკმარისია? მესმის რომ ეტაპობრივად იზრდება პენსია, მაგრამ ირგვლივ ყველაფერი ძვირია. ახლა დოლარის კურსმა შედარებით დაიკლო, მაგრამ ბაზარსა და მაღაზიებში ყველაფერი კვლავაც ძვირია და იგივე ფასებია შენარჩუნებული. ხელისუფლებას ჩვენ ვირჩევთ და ვალდებულია, იზრუნოს ღარიბ მოსახლეობაზე, მათი უპირველესი მოვალეობა სწორედაც რომ ეს არის“, -განუცხადა Knews.ge-ს ციცინო მახარაშვილმა.
პირველი სექტემბირდან, მთის კანონის ამოქმედების შემდეგ საპენსიო ასაკს მიღწეული მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირები დანამატის სახით მიიღებენ სახელმწიფო პენსიის 20%–ს, რომელიც, ყოველთვიურად 216 ლარს შეადგენს. შეგახსნებეთ, რომ მთავრობა აგრძელებს მუშაობას რეფორმაზე, რომელიც პენსიის დაგროვებითი სისტემის ამოქმედებას გულისხმობს.