ქართული ღვინის პრეზენტაციები აშშ-ში გაიმართა
ღვინის ეროვნული სააგენტოსა და კოპანია „Tastingwork”-ის ორგანიზებული პიარ-კამპანიის „ივნისი – ქართული ღვინის თვე აშშ-ში“ ფარგლებში ღონისძიებები ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა და სან-ფრანცისკოში გაიმართა.
„Tastingwork”-ის ხელმძღვანელის, ღვინის მაგისტრის, ლიზა გრანიკისგანცხადებით, აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება ქართული ღვინისცნობადობის ამაღლებას აშშ-ში, ქართული ღვინის წარმოების უნიკალურიმეთოდებისა და ქართული ვაზის ჯიშების გაცნობას პროფესიონალებისა დამოყვარულებისთვის. „სანჶფრანცისკოში, ისევე როგორც ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში, ქართული ღვინის დეგუსტაცია იყო საოცრად წარმატებული, სადაც უამრავი ხალხიშეიკრიბა. ღონისძიებებს ძალიან პოზოტიური გამოხმაურება ჰქონდა. სან-ფრანციკოში გამართულ დეგუსტაციაზე ღვინის პროფესიონალები სპეციალურად, აშშ-ს სხვადასხვა შტატებიდანაც ჩამოვიდნენ“ – აღნიშნა ლიზა გრანიკმა.
დეგუსტაციების პარალელურად იმართებოდა სემინარები ქართული ღვინისკულტურის შესახებ. ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათდაეგემოვნებინათ როგორც უძველესი ტრადიციული ქართული, ისეთანამედროვე მეთოდებით დამზადებული ღვინოები.