სტატიები

ახალგაზრდა პოლონელი არქიტექტორების მონაწილეობა ინკლუზიურ კულტურაში

ნაგებობა არქიტექტურული სემინარების SO EAS+Y-ის ფარგლებში აშენდა. სემინარებს მასპინძლობდა კახეთის რეგიონის სოფელ გრემში მდებარე საქველმოქმედო კავშირი თემი, სადაც შესაძლებლობაშეზღუდულ ადამიანებთან ერთად ერთ ოჯახად ცხოვრობენ უსახლკარონი, მოხუცები, მარტოხელა დედები. პირამიდის მშენებლობის პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ თემის ცენტრის მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და სოციალურად დაუცველი პირები.  

პროექტს „ნამდვილი საზოგადოებრივი სივრცე: ახალგაზრდა პოლონური არქიტექტურული სტუდიოების ჩარევა მონაწილეობა კულტურაში“ ახორციელებს განვითარების პოლიტიკის ფონდი (Development Policy Foundation) პოლონეთის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პროგრამის „პოლონეთის კულტურის პოპულარიზაცია საზღვრებს გარეთ პრომესა 2016“ ფარგლებში. სემინარები “SO EAS+Y” განხორციელდა  +48 Architecture პოლონური არქიტექტურული სტუდიოს მიერ.   

პოლონელმა არქიტექტორებმა კაროლ შპარკოვსკიმ და კამილ მიკლაშევსკიმ (Karol Szparkowski, Kamil Miklaszewski) საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის  ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად დააპროექტეს ნაგებობა ადგილობრივი კონტექსტის გათვალიწინებით. მისი უმთავრესი მიზანი საზოგადოებრივი სივრცის შექმნასა და გამოყენებაში ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობაში მდგომარეობდა.

პროექტის კონცეფცია წარმატებით განხორციელდა. თემის მაცხოვრებლები, ფიზიკურად და გონებრივად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, აქტიურად მონაწილეობდნენ მშენებლობის პროცესში. სემინარების მონაწილეებთან ერთობლივმა მუშაობამ ისინი დაარწმუნა, თუ რამდენად საჭირონი არიან. მსგავსი აქტივობები მათ ეხმარებათ როგორც ბარიერების გადალახვაში, ასევე სოციალური ინკლუზიის პროცესების დაჩქარებაში. ამასთან, მათმა ინტერესმა და ჩართულობამ ცხადყო მსგავსი ინიციატივების განხორციელების საჭიროება.  

მშენებლობის პროცესში თემის ცენტრიდან ყველას, ახალგაზრდა თუ ხანდაზმულ მაცხოვრებელს ჰქონდა კონკრეტული დავალება –  ზოგი ხერხავდა, აჭედებდა ლურსმანს, ალაგებდა ქვებს…პატარა დავალებაც კი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მუშაობის პროცესში ჩართულობამ აამაღლა გუნდისადმი და შესაბამისად შედეგისადმი მიკუთვნებულობის გრძნობა. პროცესის მონაწილეები აღიქვავენ ამ ობიექტს, როგორც მათ მიერ დაპროექტებულს და შექმნილს.

სამშენებლო პროცესი დაიწყო ნაგებობის ადგილმდებარეობის და ფორმის განსაზღვით. პირამიდის ჩარჩო და კედლები მხოლოდ ხის გამოყენებით დამზადდა.  საგანმანათლებლო მიზნებისთვის პირამიდა აღიჭურვა მზის საათით და ცის რუკით.  ამას გარდა, სემინარების ფორმულა ღირებული გამოცდილება იყო ქართველი სტუდენტებისთვის. ქართველ სტუდენტებს ჰქონდათ იშვიათი შესაძლებლობა გამოეცადათ დიზაინის კონცეფცია პრაქტიკაში და უშუალოდ მიეღოთ მონაწილეობა მის რეალიზებაში. თემის მაცხოვრებლებთან ერთობლივმა მუშაობამ მათ დამატებითი გამოცდილება შესძინათ. ახალგაზრდებს ნაკლებად აქვთ შესაძლებლობა შეხვდნენ სოციალურად გარიყულ პირებს. მწირია ინფორმაცია მსგავს ჯგუფებზე მომუშავე ორგანიზაციებზე. ცნობიერების ბარიერების დაძლევა და პარტნიორობის საფუძველზე თანამშრომლობა ორივე მხარისთვის ღირებული აღმოჩნდა. 

ინტენსიური ოთხდღიანი მუშაობის შედეგად აშენდა ღია ფორმის და ნათელი პირამიდა. ნაგებობა მდებარეობს ამაღლებულ ადგილზე, რომლის წინ იშლება კახეთის ულამაზესი ხედი და მოჩანს აღმართული მთავარანგელოზის ეკლესია.   

ნაგებობა ფუნქციურად დატვირთულია. მისი გამოყენება საზოგადოების საჭიროებებზეა დამოკიდებულია: შეიძლება იყოს განმარტოვების, დასვენების ან შეხვედრის ადგილი. პროექტის განხორციელება ინკლუზიური არქიტექტურის მაგალითია, რომლის ადაპტირება და დანერგვა შესაძლებელია საქართველოს სოფლებში.

სემინარების შედეგები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ხელმისაწვდომი არქიტექტურული გარემოს შექმნის მიდგომები, როგორც უნივერსალურ დიზაინში საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები წარმოდგენილი იყო პოლონელი არქიტექტორების მიერ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციაზე. საზოგადოებრივი სივრცის ხარისხსა და შშმპ-თვის ხელმისაწდომობის საკითხებზე გამართულ დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულნი იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და არქიტექტორები.  

კონფერენციის თემის შესავალი, საზოგადოებრივი სივრცის შექმნის სამართლებრივი მდგომარეობა და სამართლებრივი და კულტურული ბარიერები, წარმოდგენილი იყო არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინისა ფაკულტეტის  მოწვეული პროფესორის ბატონი გიორგი ყიფიანის მიერ. მან წარმოადგინა მიწის გამოყენების გეგმისა და საზოგადოებრივი სივრცის შექმნის ურთიერთშეუსაბამობის პრობლემა და ასევე, შშმპ-ს საჭიროებების ადაპტირებასთან მიმართებაში კანონმდებლობის განხორციელების სირთულეები.

„ – საქართველოში მწირია საზოგადოებრივი ცნობიერება კანონმდებლობასთან მიმართებაში. მოქალაქეებმა არ იციან წესები და არ იყენებენ ამ ნორმებს მათ ქმედებებში. ამასთან აღსანიშნავია, რომ უმჯობესდება საქართველოს კანონმდებლობა“ – აღნიშნა გიორგი ყიფიანმა. 

არასწორი ინფრასტრუქტურული და პრაქტიკის მაგალითები წარმოდგენილი იყო  არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინისა ფაკულტეტის  პროფესორის ქალბატონი ნინო იმნაძის მიერ. „შშმპ-თვის საქართველოში არსებული საზოგადოებრივი სივრცის არასწორი მოწყობა და პრაქტიკა იდეისა და ცოდნის სიმწირეზე მიუთითებს. ეტლში მჯდომი ადამიანებისთვის მოწყობილი გაუმართავი პანდუსები აშკარას ხდის, რომ ადაპტირებული საზოგადოებრივი სივრცის მოწყობა მხოლოდ ყალბი ქმედებაა“ – განაცხადა ნინო იმნაძემ.    

კონფერენციის ძირითადი ნაწილი დაეთმო კულტურაში დანერგილ შშმპ-თა საჭიროებებზე ადაპტირებულ პოლონური არქიტექტურის მაგალითებს. ამ საკითხებზე პრეზენტაციები წარმოადგინეს პოლონეთსა და საზღვარგარეთ დაჯილდოვებულმა ახალგაზრდა პოლონელმა არქიტექტორებმა: მაჩეი შიუდამ (Maciej Siuda), მათეუშ ადამჩიკმა (Mateusz Adamczyk – Bud Cud studio) მარჩინ კვეტოვიჩმა (Marcin Kwietowicz) და +48 Architecture სტუდიოდან კაროლ შპარკოვსკიმ და კამილ მიკლაშევსკმა (Karol Szparkowski, Kamil Miklaszewski (+48 Architecture Group)). სპიკერებმა წარმოადგინეს დიზაინის ფილოსოფია და შშმპ-თვის საზოგადოებრივი სივრცის მოწყობის მაგალითები. კონფერენციის დასკვნითი ნაწილი დაეთმო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით გრემში განხორციელებულ არქიტექტურულ სემინარებს.