ახალი ამბები

კოლეჯ ,,აისში” მურაბების ფესტივალი გაიმართა

ფესტივალი სასწავლო პროცესის და სასწავლო პრაქტიკის მენეჯერის ქეთევან დანელიშვილის ინიციატივით ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში კოლეჯში ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელ საწარმოში დამზადებული მურაბების გამოფენა მოეწყო.
,,ღონისძიების სტუმრებმა გამოავლინეს ყველაზე გემრიელი მურაბა. პირველ ადგილი დაიკავა კოლეჯ „აისის“ მარწყვის მურაბამ, მეორე ადგილი კი კოლეჯის მასწავლებლის თამარ ჯაფოშვილის ნესვის მურაბამ. გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ საჩუქრებით,”- განაცხადა ქეთევან დანელიშვილმა.
ფესტივალის პარალელურად შეჯიბრი სიმღერასა და მკლავჭიდში გაიმართა. გამარჯვებულები კი სპეციალური პრიზებით დააჯილდოვეს.