თელავში ეკოსლოგანის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სკოლის მოსაწავლეებს. კონკურსი უკვე დაიწყო და დასრულდება 15 ივნისს. შედეგები კი ცნობილი 24 ივნისს გახდება. “კონკურსის მოთხოვნებია: სლოგანი არ უნდა აჭარბებდეს 3-4 სიტყვას. აზრობრივად სლოგანი უნდა გამოხატავდეს მოწოდებას გარემოს დაცვისა და გაფრთხილებისაკენ. ამავდროულად შესაძლოა, გამოხატავდეს რაიმე ემოციას, ასახავდეს მოქმედებას ან ატარებდეს საინფორმაციო შინაარსს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. მსურველებმა ქართული შრიფტით აკრეფილი ტექსტი (სლოგანი) უნდა გამოგზავნონ აღნიშნული ელექტრონული ფოსტის მისამართზე savetheartgeorgia@gmail.com აუცილებელია, რომ მონაწილეებმა მიუთითონ სახელი, გვარი და ასაკი”, -განაცხადეს თელავის მერიაში. გამარჯვებული სლოგანი განთავსდება ქალაქის ტერიტორიაზე.

