ახალი ამბები

სიღნაღის თეატრმა ლივერპულის ფესტივალზე სამ ნომინაციაში გაიმარჯვა

 როგორც knews.ge-ს თეატრის რეჟისორმა მურად ვაშაკიძემ განუცხადა, “მოხეტიალე დასი”, კანადაში, საუკეთესო უცხოური სპექტაკლისა და მაყურებლის რჩეული სპექტაკლის ნომინაციებში გამარჯვებულად დასახელდა. ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლად კი ნანა ბუკია გამოავლინეს.
„ფესტივალზე მოსახვედრად კლიპი ორმოცდათვრამეტმა ქვეყანამ წარადგინა და იქიდან 9 შეირჩა. მათ შორის ვიყავით ჩვენც. იყო რვა საუკეთესო ნომინაცია და აქედან სამი ჩვენ წამოვიღეთ. მე, როგორც საუკეთესო რეჟისორს, ჯილდო თვით მხარის პრეზიდენტმა გადმომცა, “– განუცხადა knews.ge-ს მურად ვაშაკიძემ.
ფესტივალი ქართული სპექტაკლით დაიხურა.