ახალი ამბები

დღეს თელავში ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება

ქალაქ თელავში ამ დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება. 12:00 საათზე, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა ატრაქციონები, იქნებიან ანიმატორები და ზღაპრის გმირები, გაიმართება თოჯინების თეატრი, ჩატარდება სხვადასხვა ტიპის ინტელექტუალური გათამაშება და სახეზე მოხატვის აქცია. 15:00 საათზე კი თელავის თეატრის დიდ დარბაზში ქალაქის მერიისა და ბაგა-ბაღების გაერთიანების ორგანიზებით აღსაზრდელთა კონცერტი გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა. 1950 წლის 1 ივნისს კი ჩატარდა ბავშვთა დაცვის პირველი საერთაშორისო დღე, რის შემდეგაც ყოველწლიურად იმართება.