ახალი ამბები

კახეთში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება

სააგენტოს ცნობით, 30 მაისს – 5 ივნისს რეგიონში, ძირითადად, ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. 30 – 31 მაისს და 2 ივნისს ჰაერის ტემპერატურა +22, +27° იქნება, მომდევნო დღეებში კი ჰაერის ტემპერატურა +26, +31°-ის ფარგლებში შენარჩუნდება.