თელავის 21 ბაგა-ბაღს სააღმზრდელო ლიტერატურა და ინვენტარი გადაეცა
,,სკოლამდელი განათლება არის ეტაპი აღსაზრდელის ცხოვრებაში, რომელიც დიდად განსაზღვრავს მის სამომავლო წარმატებას. ვაცნობიერებთ ამ სფეროს უდიდეს მნიშვნელობას და ვცდილობთ, ვიზრუნოთ ადრეულ ასაკში ბავშვთა განათლებისა და განვითარების ხელშეწყობაზე“, – განაცხადა ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორმა გიორგი კოჭლოშვილმა.

