ახალი ამბები

თელავში უკანონოდ თავზაობის ფაქტი გამოვლინდა

თელავის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე, მოქალაქეები თევზაობდნენ მოსასმელი ბადით. უწყების ცნობით, ბადის სიგრძე არ შეესაბამებოდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესებს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდამრღვევებს ბადე და უკანონოდ მოპოვებული თევზი ჩამოართვეს და დალუქეს. მათ 
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებიც შეადგინეს და მასალები რაიონულ სასამართლოს გადაუგზავნეს.