ახალი ამბები

ლაგოდეხში სოფლის მეურნეობის განვითარების ახალი პროექტი იწყება

საგრანტო პროგრამა ხორციელდება პროექტის „სოფლის თანამონაწილეობითი განვითარება საქართველოში” ფარგლებში და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით. პროგრამა მიზნად ისახავს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში სიღარიბის შემცირებას, დასაქმების მაჩვენებლების გაზრდასა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, ადგილობრივ განვითარებაში მონაწილეობის და თანამშრომლობის ისეთი მოდელის შემოღებით, რომელიც ევროპულ გამოცდილებაზე იქნება დამყარებული.
საგრანტო იდეის განაცხადის ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: enpard.ge