ახალი ამბები

მაშველებმა თუშეთში მწყემსი გადაარჩინეს

შსს-ს სამაშველო სამსახურის წარმომადგენელის, ნოდარ ტყეშელაშვილის განცხადები\ტ, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ თუშეთში, სოფელ შავწყალაში, ადგილობრივი მწყემსი ღრმა ხევში ჩავარდა და დახმარება სჭირდებოდა.
,,შემოვიდა განცხადება, რომ თუშეთში, გომეწრის ხეობაში, შუახნის მამაკაცი გადავარდნილი იყო ხევში და ესაჭიროებოდა დახმარება. ხუთკაციანი სამაშველო ჯგუფი სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის საშუალებით გაემგზავრა დანიშნულების ადგილას და დაზარალებული გადაიყვანეს თბილისის საავადმყოფოში,”- განაცხადა ნოდარ ტყეშელაშვილმა.
ექიმების თქმით, მამაკაცს ხევში ჩავარდნის დროს მცირე ტრავმები ჰქონდა მიღებული. იგი ამ დროისთვის საავადმყოფოში მკურნალობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.