ახალი ამბები

რომან ქევხიშვილი – საზოგადოებრივი მაუწყებლიდან უკვე მეორედ გამომაგდეს

,,უკვე მეორედ გამომაგდეს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან – ორივეჯერ ზემოდან დავალებით. მთელი სახელმწიფო მანქანა იყო ჩართული და პირნათლად შეასრულეს “ქართული ოცნების” აქტივისტებმა დავალება, რომლებიც ტელევიზიის მაღალ პოზიციებზე მხოლოდ იმიტომ არიან, რომ “საკუთარი კალამით” წავიდნენ არჩევნებზე. იმედია შეტყობინებასთან ერთად, უახლოეს პერიოდში მივეღებ დასაბუთებულ წერილს, რა გახდა ხელშეკრულების არ გაგრძელების საფუძველი?“, – წერს ქვეხიშვილი ფეისბუქში პირადი გვერდის კედელზე.
რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სადისციპლინო საბჭომ ფეისბუქზე დაწერილი სტატუსების გამო საყვედური გამოუცხადა. იგი აქვეყნებდა საბჭოს გადაწყვეტილების ელექტრონული ვერსიას სადაც აღნიშნული იყო, რომ ჟურნალისტმა მაუწყებლის ქცევის კოდექსი დაარღვია. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ფუტკარაძე აცხადებდა, რომ ჟურნალისტებმა საჯარო სივრცეში არ უნდა ჩაიდინონ ქმედება, რომელიც ჩრდილს აყენებს მაუწყებლის რეპუტაციას და შეურაცხყოფს ადამიანებს.