ახალი ამბები

სოფელ ფშაველში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციზე 200 000 ლარი დაიხარჯება

როგორც თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, ინფრასტრუქტურული სამუშაოების განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 ათასი ლარია გამოყოფილი.
“ფშაველის ადმინისტრაციულ ერთეულში სასმელი წყლის ცენტრალური ქსელის რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ბილდინგი “ახორციელებს. სამუშაოების ფარგლებში შეიცვლება წყლის სისტემის 2 503 მეტრის აზბოცემენტის მილი,”- განუცხადეს knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.