„ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის საქართველოში“ II ეტაპის (ENPARD II) საფინანსო შეთანხმება გაფორმდა
ღონისძიებას ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორის მოადგილე კატერინა მატერნოვა, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანუშ ჰერმანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე დასოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელიაესწრებოდნენ.
საფინანსო შეთანხმებას ხელი ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორის მოადგილემ კატერინა მატერნოვამ და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ მოაწერეს.
„ზოგადად ის რეფორმები რომელიც ხორციელდება ჩვენ ევროპულ გზაზე ყოველთვის არის მხარდაჭერილი ევროკავშირის მიერ. ემპარდი იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამა ამ გზაზე, რომელიც ეხმარებოდა სოფელს და ზოგადად ის რეფორმები, რომელიც ხორციელდება ჩვენს ევროპულ გზაზე ყოველთვის არის მხარდაჭერილი ევროკავშირის მიერ. ENPARD I -იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამა ამ გზაზე, რომელიც ეხმარება სოფელს და სოფლის მეურნეობის განვითარებას. საქართველოს სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ პროგრამებთან ერთად,ევროკავშირის მხარდაჭერა სოფლის მეურნეობის დარგის თანამიმდევრული და მდგრადი განვითარების საშუალებასიძლევა. ეს კი, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ENPARDII, რომელიც50 მილიონი ევროს მხარდაჭერასგულისხმობს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითრებას და ჩვენი ფერმერების კონკურენტუნარიანობის გააძლიერებას მოხმარედება”, – აღნიშნადავით ბაქრაძემ.
პროგრამის განხორცილება 2016-2019 წლებშია დაგეგმილი და მისი მიზანი სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის და რეფორმების ხელშეწყობა და მასთან დაკავშირებული სერვისების მიწოდების გაუმჯობესებაა.
პროგრამის მთლიანი ბიჯეტი 50 მილიონი ევროა, რაც საბიუჯეტო, საგრანტო და ტექნიკურ დახმარებას გულისხმობს.
აღსანიშნავია, რომ ევროინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ევროკავშირის ფინანსურ დახმარებას, რომელიც წლების განმავლობაში ევროკავშირის სხვადასხვა მიმართულების საბიუჯეტო პროგრამისა და ინტრუმენტის საშუალებით ხორციელდება.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ აღნიშნა, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ საქართველო ახალი რეალობისა და გამოწვევების წინაშე დგას. ჩვენ გვაქვს ვალდებულება მოვახდინოთ როგორც ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოება, ასევე ევროპულ ბაზრებზე ინტეგრაცია და ინსტიტუციური განვითარება.
„ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის საქართველოში“ II ეტაპის (ENPARD Georgia II) ფარგლებში 2015 წელს უკვე დაიწო სამი საპილოტე პროექტის განხორციელება ლაგოდეხის, ყაზბეგის და ბორჯომის მუნიციპალიტეტბში. საპილოტე პროექტისმიზანი სოფლის განვითრებისთვის ახალი ინიციატივებისა და პროგრამების ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით შემუშავება წარმოადგენს“, – განაცხადა ოთარ დანელიამ.
როგორც ღონისძიებაზე კატერინა მატერნოვამ აღნიშნა, რომ მისასალმებელია ის ფაქტი, რომ დღეს ხელმოწერილი ევროკავშირის დახმარების პროექტი ითვალისწინებს რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ხელშეწყობას.
,,აღნიშნული დახმარება განკუთვნილია ფერმერებისთვის, რათა მათ შეძლონ პროდუქციის ევროპული სტანდარტით წარმოება. პირადად ჩემთვისძალიან საამაყოა ის ფაქტი, რომ ევროკავშირის დახმარებითშესაძლებელი გახდა ქართული მოცვის ექსპორტზე გატანა. მისასალმებელია ისიც, რომ სასულიერო პირები არიან ჩრთული თაფლის წარმოებაში. მათ წარმოებულ პროდუქციას ევროკავშირში გასვლის პოტენციალი აქვს. მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთ სასურველ და სასარგებლო პროგრამას ეწერება დღეს ხელი“, – აღნიშნა კატერინა მატერნოვამ.
„ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის საქართველოში“ II ეტაპის (ENPARD Georgia II) ძირითადი მიმართულებებია:
- სასოფლო-სამეურნეო სექტორის გაზრდილი კონკურენტუნარიანობა და მდგრადობა;
- გაუმჯობესებული სანიტარიული, ფიტოსანიტარიული, სურსათის უსაფრთხოებისა და ხარისხის სტანდარტები, აგრეთვე კონტროლისა და ინსპექციის პროცედურები;
- დივერსიფიკაციის გზით გაუმჯობესებული სამუშაო და საცხოვრებელი პირობები აგრარულ რეგიონებში.
აღნიშნული საფინანსო შეთანხმების ფარგლებში გამოყოფილი 50 მლნ ევროდან, 27 მლნ ევრო პირდაპირ მიმართული იქნება სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელსაც სახელმწიფო მიიღებს სამი თანმიმდევრული წლიური ტრანშის სახით (2017-2019 წლები), ხოლო 23 მლნ ევრო განკუთვნილია სოფლად განვითარების და ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების მიერ შემუშავებული ინიციატივების დაფინასებაზე. ბენეფიციარებისთვის გრანტების გაცემა განხორციელდება საქართველოში მომუშავე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო (R)