თელაველი სოსო მიქელაძე მუსიკალურ კონკურსში მონაწილეობს
ავტორ-შემსრულებლის ამ სიმღერასთან ერთად, მისი მეორე კომპოზიცია სახელად „მარიამი“, ასევე, მოხვდა „ოქროს ტალღის“ ნომინანტებს შორის.
,,სასიამოვნოა, რომ „ოქროს ტალღაზე“ წარმადგინეს, თანაც, ორი სიმღერით. „მე და შენ“ ის სიმღერაა, რომელმაც ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა. უფრო მეტი პოპულარობა მომიტანა, რადგან მანამდე, 20 წლის განმავლობაში, ვქმნიდი მუსიკას, თუმცა პატარა ქალაქის შემსრულებელი გახლდით, ახლა კი ყველამ გამიცნო. ჩემს შემოქმედებას არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი მსმენელიც ჰყავს და ყველა პოზიტიურად აღიქვამს. სწორედ ეს მაძლევს იმის თქმის საშუალებასა და საფუძველს, რომ ჩემი სიმღერა „ხალხის რჩეულის“ ნომინაციაში გაიმარჯვებს“, – განაცხადა სოსო მიქელაძემ.