ახმეტაში სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს
უწყების ინფორმაციით, ახმეტის მუნიციპალიტეტში მოქმედი სახერხი საამქროს ტერიტორიაზე განთავსებული კაკლის სახეობის მერქანი არ იყო აღრიცხული საამქროს ელექტრონულ ჟურნალში.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, კანონდარღვევაზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და მასალები შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნა.