სოფელ ყარაჯალაში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა
ადგილობრივებს პროფილაქტიკური კვლევები ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმებმა ჩაუტარეს. მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებას 15 სხვადასხვა პროფილის მედიკოსი უწევდა.
აქციის მიმდინარეობას ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ თალაკვაძე დაესწრო.
,,ადგილობრივებს უფასო ექოსკოპიური და კარდიოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარდათ. დანიშნულების მიღების შემდეგ კი შესაბამისი მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ. უფასო, მრავალპროფილური სამედიცინო გასინჯვების აქცია საგანგებო სიტუაციებისა და კოორდინაციის რეჟიმის დეპარტამენტის ორგანიზებით პერმანენტულად იმართება და მთელ ქვეყანას მოიცავს,”- განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.