ახალი ამბები

მომღერალი დავით კენჭიაშვილი ტურნეს კახეთიდან დაიწყებს

,,დავით კენჭიაშვილი იწყებს ტურნეს საქართველოს მაშტაბით. მისი კონცერტები კახეთის რეგიონიდან დაიწყება. ტურნეს განრიგი შემდეგია, 2 ივნისს ის გამართავს კონცერტს საგარეჯოს კულტურის სახლში , 10 ივნისს ქალაქ გურჯაანში, 17 ივნისს ახმეტაში, ხოლო 24 ივნისს თელავში გამართავს კონცერტს. კონცერტები დაიწყება 19:00 საათზე”, – განაცხადეს კონცერტის ორგანიზატორებმა. 

მომღერალი ქვეყნის 17 რეგიონში გამართვას სოლო კონცერტს. ტურნეს დამაგვირგვინებელი კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდება. ღონისძიებაში, ასევე, მონაწილეობენ: დათო კენჭიაშვილის სტუდია „თაობა“ და მუსიკოსი მიხეილ წითელაშვილი. დავით კენჭიაშვილის სტუდია „თაობა“ დაარსებულია 2012 წლიდან. აღნიშნულ სტუდიაში ასამდე ბავშვი ეუფლება ხალხურ სიმღერას, გალობას და ხალხურ საკრავებს: ფანდურს, ბანიფანდურსა და სალამურის შესწავლას.

მომღერალი ჯამში 17 რეგიონში გამართავს სოლო კონცერტს, ტურნეს ბოლოს კი დამაგვირგვინებელი კონცერტი გაიმართება ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში.