კახეთში 44 წვევამდელმა ფიცი დადო
როგორც knews.ge-ს კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი შიოლაშვილმა განუცხადა, ამ ცერემონიის გარდა, რეგიონის ქალაქებში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის ღონისძიება იმართება.
,,პირველ რიგში, ყველას ვულოცავ დღევანდელ დღეს. იყალთოში ფიცი დადო 44 წვევამდელმა და ვისურვებდი, რომ ჯარის კარიერა აგებული იყოს მშვიდობიან პოლიტიკაზე. დღეს, ეს ცერემონია ქვეყნის ყველა რეგიონში ერთდროულად ჩატარდა. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი და მასშტაბური ღონისძებები იმართება თელავში, ასევე სხვა ქალაქებშიც“, – განუცხადა knews.ge_ს ირაკლი შიოლაშვილმა.