ახალი ამბები

თელავის სამუსიკო სასწავლებლის ყოფილი დირექტორი პოლიტიკაში წავიდა

იგი საპარლამენტო არჩევნებზე როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი იყრის კენჭს. ვასილ კევლიშვილის თქმით, სამოქალაქო სექტორიდან პოლიტიკაში წასვლა კულტურის სფეროში არსებულმა პრობლემებმა გადააწყვეტინა.
,,ქართული კულტურა დღეს ცუდ მდგომარეობაშია, რამაც მიბიძგა, რომ სამოქალქო სექტორიდან წავსულიყავი პოლიტიკაში, რადგან სამოქალაქო სექტორიდან მიუხედავად ჩემი ბრძოლისა, ვერ მივაღწიე შედეგს. ამიტომ ეს არის უკვე სულ სხვა პლატფორმა დაშესაძლებლობა. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მექნება საშუალება, რომ ეს ყველაფერი ჩავაყენოთ კალაპოტში და ქართული კულტურა ავიყვანოთ კონსტიტუციურ რანგში. სწორედ ჩემი თანამოაზრეების თხოვნის და საერთო პრობლემების საფუძველზე, მე გადავწყვიტე, რომ როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა ვიყარო კენჭი. ვიქნები აქტიური და უახლოეს ხანში დავიწყებ მოსახლეობასთან შეხვედრებსაც”,- განუცხადა knews.ge-ს ვასილ კევლიშვილმა.