ახალი ამბები

თელავში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მასშტაბური ღონისძიებები იმართება

აქტივობები 11:00 დაიწყო და 20:00 საათამდეგაგრძელდება. ქალაქის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებებისთვის დაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. ღონისძიებებს ასევე მხარს უჭერს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო. 
,,თელავში, 9 აპრილის სკვერში, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპული გმირების მემორიალი ყვავილებით შევამკეთ. ერეკლე მეორეს მოედანზე მოეწყო სამხედრო ტექნიკის გამოფენა, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე კი, დაიდგა საბავშვო ატრაქციონები. მოგვიანებით, საჯარო ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება წიგნისა და ტურიზმის პავილიონების გამოფენა, პარალელურად მოხდება ბავშვთა ნახატების გამოფენა, ცარცით ხატვა და ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ქორეოგრაფიული პერფორმანსი. გარდა ამისა, ძველ ბაღში გაიმართება თელაველი მხატვრებისა და ხალხური რეწვის ნამუშევრების გამოფენა. 
ასევე, 13:00-14:30 საათამდე, ვახვახიშვილების კოშკში გაიმართება ისტორიკოს გურამ ურჩუხიშვილთან შეხვედრა და ახალი ანიმაციური ფილმის პრეზენტაცია. მოგვიანებით, 15:30-19:00 საათზე მოედანზე გაიმართება ბავშვთა მუსიკალური სტუდიების: „მზიურისა“ და „თელავის “ და მუსიკალური ბენდების „ მუსიკის ქალაქი“, „ღამურები“ , „ფიქრის ხიდი“, „დარუ“ და ინდივიდუალურ შემსრულებელთა კონცერტი. ღონისძიებები დასრულდება საზეიმო გალა- კონცერტით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ გიო ხუციშვილი და ბენდი, მერაბ სეფაშვილი, ნატო გელაშვილი, რუსა მორჩილაძე, დათო გომართელი, ნეკა სებისკვერაძე. კონცერტი დასრულდება ფოიერვერკით,”– აცხადებენ ქალაქ თელავის მერიაში.