თელავში საქართველოს ჩემპიონატი ბილიარდში ოზურგეთელი ირაკლი მარგალიტაძეს გამარჯვებით დასრულდა
ფინალში ერთმანეთს ბათუმელი ნუგზარ თებიძე და ოზურგეთის წარმომადგენელი ირაკლი მარგალიტაძე დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ირაკლი მარგალიტაძის გამარჯვებით დასრულდა. მესამე ადგილის მფლობელები ბათუმელი გიორგი დიმიტრაძე და ქუთაისელი ირაკლი სირბილაძე გახდნენ.
გამარჯვებულები და საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები ქალაქ თელავის საკრებულოს თავმჯდომარემ არჩილ თხლაშიძემ და საქართველოს ბილიარდის ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ალექსიძემ მედლებით, სიგელებითა და თასებით დააჯილდოვეს.
თელაველი სპორტსმენი ლაშა გიგაური, რომელიც ჩემპიონატში იღებდა მონაწილეობას, 2 ივნისს, ბათუმში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე საასპარეზოდ მიიწვიეს.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატი თელავში 19 მაისს დაიწყო, რომელშიც საქართველოს მასშტაბით 24 სპორტსმენი მონაწილეობდა.