ახალი ამბები

წელს კახეთში რამდენიმე სოციალური საწარმო გაიხსნება

,,სამინისტროს სათათბიროს გადაწყვეტილებით, 2016 წელს დაფინანსებული პროექტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და დედაქალაქშიც განხორციელდება. კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული პროექტების პარალელურად, დაფინანსდა 24 სოციალური საწარმო, რომელთა უმეტესობა რეგიონებში დაფუძნდება, კერძოდ, პანკისში, წნორსა და საქარათველოს სხვა ქალაქებში“, – აცხადებენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში.
რეგიონში დაფინანსებული პროექტების წარმომადგენლებმა სპეციალური საგამოფენო კუთხეების მეშვეობით, პროექტების ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები და პროდუქცია უკვე წარადგინეს.