ლაგოდეხში სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის გამარჯვებული ზოხრა რუსთამოვა გახდა
ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა სოფელ განჯალის საჯარო სკოლის მოსწავლე ზოხრა რუსთამოვა. მე-2 ადგილზე გავიდა სოფ. ყარაჯალას საჯარო სკოლის მოსწავლე ახმედ მამედოვი. ოლიმპიადის 5 საუკეთესო მონაწილეს გადაეცა საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციის სერტიფიკატი.
,,საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციის ერთ-ერთი მიზანი არის სამოქალაქო და იურიდიული განათლების მიღების ხელშეწყობა. ამგვარი ღონისძიებები ეხმარება მოსწავლეებს უფრო კარგად იცოდნენ თავიანთი უფლებები და ჩვენი ქვეყნის სრულყოფილ მოქალაქეებად იგრძნონ თავი. ამას გარდა, ეს ოლიმპიადა მოსწავლეებში სწავლის მოტივაციას ზრდის. ვგეგმავთ ყველა აზერბაიჯანულენოვან რაიონში ჩავატაროთ „სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა“ ეს გარკვეულწილად არის შესარჩევი ეტაპი, ვინაიდან ბოლოს გამარჯვებულებს შევახვედრებთ და გამოვავლენთ უკვე ქვეყნის მასშტაბით საუკეთესოებს“, – აცხადებს ასოციაციის თავმჯდომარე ალი ბადიროვი.