თელავში ელექტროშოკური აპარატით თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს
თელავის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზანზე მოქალაქეები თევზაობდნენ ელექტროშოკური ზემოქმედების აპარატით. სამართალდარღვევის იარაღები დაილუქა. ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოს.