ლაგოდეხელი მარიამ პეტრიაშვილი “ოქსფამის” კონკურსის გამარკვებული გახდა
,,ოქსფამის” სასურსათო უსაფრთხოების პროგრამის წარმომადგენელის ნინო ედილაშვილის განცხადებით, პროგრამა სპეციალურად სკოლის მოზარდებისთვის შემუშავდა.
,,მოსახლეობას ნაკლებად მიუწვდება ხელი ჯანსაღი კვების პროდუქტებზე. არასრულფასოვანი კვება კი განსაკუთრებით შეიმჩნევა მოზარდებში. კონკურსს საფუძვლად სწორედ საქართველოს ეროვნული ნუტრიციის კვლევა დაედო. შედეგების მიხედვით, დაუბალანსებელი კვების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი მოსახლეობის არაინფორმირებულობაა, რაც საკვების არასწორ გადანაწილებასა და კვების რეჟიმის დარღვევაში გამოიხატება“, – აცხადებს ედილაშვილი.
კონკურსის გამარჯვებულის მარიამ პეტრიაშვილის განცხადებით, მისი ვიდეო რგოლი ჯანსაღი კვების რაციონს ეხებოდა.
,,ჩვენ დავამზადეთ ჯანსაღი საკვები, რომლის წაღებასაც სკოლაში ადვილად მოვახერხებთ. ჩემს მეგობრებს ვურჩევ, რომ ყველამ დაამზადოს სახლში ჯანსაღი საკვები და ვიკვებოთ ისე რომ ჩვენი ჯანმრთელობა არ დავაზიანოთ“, – ამბობს მარიამ პეტრიაშვილი.
ორგანიზატორების განცხადებით, განსაკუთრებული ინტერესი კონკურსის მიმართ რეგიონის წარმომადგენლებმა გამოიჩინეს. ,,ოქსფამმა” 13-18 წლამდე ასაკის 75 მოზარდის ვიდეორგოლი მიიღო.