ახალი ამბები

სოფელ ვაქირში ნაკვეთებამდე მისასვლელი გზების რეაბილიტაცია დაიწყო

სამუშაოებს სოფლის მოსახლეობა საკუთარი ძალებით ახორციელებს. 
სამუშაოებისათვის გათვალისწინებულ ხარჯებს კი ფარავს ვაქირის საინიციატივო ჯგუფი “სამოქალაქო ინიციატივის” მცირე გრანტებისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფინანსური მხარდაჭერით.
,,აღსანიშნავია, რომ სოფელ ვაქირის სასოფლო-სამეურენეო სავარგულებამდე მისასვლელი გზა ამ დრომდე იმდენად დაზიანებული იყო, რომ მსუბუქი ავტომობილებით მისვლა სოფლის სახნავ-სათეს მიწებამდე შეუძლებელი იყო”, – განაცხადეს საინიციატივო ჯგუფში.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მინდვრებამდე მისვლას დაზიანებული გზების გამო ვერ ახერხებდნენ. მოსახლეობის მტკიცებით, ბევრი მიწა დაუმუშავებელი დარჩა.
,,გზები იმდენად არის დაზიანებული, რომ ბევრმა ოჯახმა დაანება თავი მიწის დამუშავებას და ვაჭრობა დაიწყო. თუ ეგ გზები ბოლომდე გაკეთდება, ბევრი ოჯახისთვის დიდი შეღავათი იქნება”, –განუცხადეს knews.ge-ს ადგილობრივებმა.