კახეთში მოხალისეობის განვითარების პროგრამა დაიწყო
კონკურსის პირველ ეტაპზე, პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა საქართველოს რეგიონებში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა 31 მაისის ჩათვლით რეგიონების მიხედვით უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა ვებგვერდზე: http://youth.gov.ge/home. კონკურსის მეორე ეტაპზე გადავლენ სააპლიკაციო ფორმების საფუძველზე შერჩეული კანდიდატები, რომლებიც გაივლიან გასაუბრებას, რის შედეგადაც თითოეულ მუნიციპალიტეტში გამოვლინდება 2 გამარჯვებული და პროგრამის ფარგლებში გაფორმდება მოხალისეობის ხელშეკრულება.
“შერჩევისას გათვალისწინებული იქნება შემდეგი ფაქტორები:
• ასაკი 17 დან – 25 წლამდე
• მოტივაცია და კომუნიკაბელურობა
• გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები
• საზოგადოებრივი და სამოქალაქო აქტიურობა.
ქვეყნის მასშტაბით 64 მუნიციპალიტეტიდან შეირჩევა 128 მოტივირებული მოხალისე (ორი მოხალისე თითოეული მუნიციპალიტეტიდან), რომლებიც 10-დან – 14 ივნისის ჩათვლით გაივლიან 5 დღიან მოსამზადებელ ტრენინგ კურსს ისეთ თემებზე, როგორებიცაა:
• მოხალისეობა და მოხალისეების რეკრუტირება;
• კომუნიკაციის და პრეზენტაციის უნარ-ჩვევები;
• საჯარო ინსტიტუტებთან ურთიერთობის ფორმები;
• პროექტების წერა და ფონდების მოზიდვა;
• მოხალისეობის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები”, -განაცხადეს სპორტის სამინისტროში.
პროგრამის დასრულებისას თითოეულ მოხალისეს წლის ბოლომდე მიენიჭება „საქართველოს მოხალისის” სტატუსი.